ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ტელეარხებს ესაუბრა


ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ტელეარხებს ესაუბრა
ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ტელეარხებს ესაუბრა

გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ნაციონალურ ტელეარხებს ინტერვიუ მისცა და ახსნა, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა რუსეთის მოქალაქეებმა მმართველ პარტიას და მის კანდიდატს. მისი განცხადებით საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ მყიფე სახელმწიფოა. მისი განცხადებით, რუსულ პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. როგორც ცნობილია, გასულ თვეს რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მათი გეგმის შესახებ განაცხადეს, რომლის თანახმად პრეზიდენტი მედვედევი მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“ საპარლამენტო არჩევნებში გაუძღვება და პრემიერის პოსტს დაიკავებს. ხოლო ამჟამინდელი პრემიერი პუტინი კი, მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რაც მას საშუალებას მისცემს რუსეთის ისტორიაში ერთერთ ხანგრძლივ მმართველად შევიდეს. რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა კარიკატურები, სადაც პუტინი საბჭოთა ეპოქის ყველაზე ხანგრძლივ მმართველს ლეონიდ ბრეჟნევთან არის შედარებული. პუტინის განცხადებით, ის და ბატონი მედვედევი უფრო მოქნილად და კარგად მუშაობენ, ვიდრე საბჭოთა ეპოქის მმართველები. საპარლამენტო არჩევნები რუსეთში 4 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG