"ურალის ავიახაზების" ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავის ავარიულად, თუმცა უსაფრთხოდ დაშვება შეძლეს. მათ თვითმფრინავი მოსკოვის ახლოს, ერთ-ერთ სასოფლო სამეურნეო მიწაზე დასვეს. ბორტზე 233 ადამიანი იმყოფებოდა.
ავიახაზების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ 15 აგვისტოს მათი თვითმფრინავი - ჟუკოვსკის აეროპორტის სიახლოვეს სიმინდის ყანებში მას შემდეგ დაეშვა, რაც ის ჩიტებს შეეჯახა. ჩიტები მის ძრავაში გაიჭედნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაზიანებები 23-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. თუმცა, სააგენტოები "ტასი" და "ინტერფაქსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 226 მგზავრიდან 55 ადამიანი და ეკიპაჟის 7 წევრი დაშავდა, როდესაც თვითმფრინავი გამორთული ძრავებით მიწაზე დაეშვა.
Facebook Forum