ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალ ''Newsweek”-ის რუსული გამოცემა დაიხურა


ჟურნალ ''Newsweek”-ის რუსული გამოცემა დაიხურა

კრემლის ზეწოლის შედეგად, რუსეთში არაერთი თავისუფალი გაზეთი გაკოტრდა ან მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა.

რუსეთში ჟურნალ "Newsweek”-ის რუსული გამოცემა დაიხურა. არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამაც“ უახლეს დროში არსებობა შეწყვიტოს.

როგორც რუსი ოპოზიციონერები აცხადებენ, ბოლო ათი წლის მანძილზე კრემლის ზეწოლის შედეგად რუსეთში არაერთი თავისუფალი გაზეთი გაკოტრდა ან მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ყოველკვირეული ჟურნალი "Newsweek ” რუსეთის მედია სივრცეში 2004 წელს გამოჩნდა და მიუკერძოებელი ინფორმაციებითა და სკანდალური სტატიებით მუდმივი ყუარდღების ცენტრში მოექცა. გასულ წელს ჟურნალმა იმდენად მძაფრი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომ ბილბორდებისა და პოსტერების განთავსებაზე მოსკოვის მეტრომ და ბილბორდების კომპანიებმა უარი განაცხადეს.

გერმანული საგამომცემლო ჯგუფის "Axel Springer” -ის განცხადებით ჟურნალი "Newsweek” საგამომცემლო ლიცენზიის გაგრძელებას აღარ აპირებს.

"Newsweek"-ის რედაქტორი მიხაილ ფიშმანი აცხადებს, რომ ჟურნალის დახურვის მიზეზი მდარე სარეკლამო ინდუსტრია და გაყიდვების შესუსტებაა. მისი თქმით:

„ ჟურნალის დახურვით გამოწვეული დანაკარგი დიდია, მაგრამ ალბათ პირველები არ ვართ და არც უკანასკნელნი ვიქნებით".

რუსეთში კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალის „Newsweek" ის დახურვა ჯერეჯერობით არავის ედარდება. შარშან ჟურნალს განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეექმნა. მაშინ კრემლის დამცველმა ნაციონალისტების ახალგაზრდულმა ჯგუფმა იერიში ჟურნალის რედაქტორზე მიიტანა და საკუთარ ინტერნეტ გვერდზე ფიშმენის საწინააღმდეგო ვიდეოები გაავრცელა.

რუსეთში ჟურნალ „Newsweek” ის დახურვის ფაქტს წინ რუსული ოპოზიციური გაზეთის „ნოვაია გაზეტას" სასამართლოში საქმის წაგება უძღოდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო მედიის მარეგულირებელმა კომიტეტმა როსკომნადზორმა „ნოვაია გაზეტას" რედაქციას ერთერთი სტატიის გამო შენიშვნა მისცა.

როგორც გაზეთის პრესცენტრის ხელმძღვანელი ნადეჟდა პროსენკოვა აცხადებს:

„არ შეიძლება სტატიის რომელიმე ციტატაზე გამოედავო გამომცემელს. ეს შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდება და ცენზურაში გადაიზრდება“

მას მერე, რაც ვლადიმირ პუტინი რუსეთში მთავარი პოლიტიკური ფიგურაა, რუსული ტელეარხების უმეტესობა ხელისუფლების საშუალებით კონტროლდება.

ნიუ იორკში "ფრიდომ ჰაუსის" დირექტორის ქრისტოფერ ვოკერის თქმით:

„რუსეთის მედია სექტორში პოლიტიკურ თემაზე განსხვავებული აზრის გამოხატვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იშვიათად, თუ რომელიმე რადიოარხი ან ჟურნალი შეძლებს რაიმე აპოლიტიკური გააჟღეროს“

უახლესი 18 თვის მანძილზე, რუსეთში მედიის თავისუფლება უფრო მეტად შეიზღუდება და ხელისუფლების მარწუხებში მოექცევა. ამას კი მარტივი ახსნა აქვს - რუსეთი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ისტორია კი გვიჩვენებს,რომ კრემლი მედიასა და სოციალურ ქსელებზე კონტროლს სწორედ მაშინ აძლიერებს, როცა კარზე არჩევნებია მომდგარი.

XS
SM
MD
LG