ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს რეჟისორს მოსკოვის სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა


კირილ სერებრენიკოვი
კირილ სერებრენიკოვი

მოსკოვის სასამართლომ რუს რეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს გაფლანგვის ბრალდებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილებას ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად და განსხვავებული აზრის ჩახრჩობად მიიჩნევს. 47 წლის სერებრენიკოვი სამშაბათს, სანქტ-პეტერბურგში, გადასაღებ მოედანზე დააკავეს. სამართალდამცავებმა ის მოსკოვის ციხეში მანქანით გადაიყვანეს, სადაც მან ერთი ღამე დაჰყო.

სერებრენიკოვს 1.1 მილიონი დოლარის მითვისება ედება ბრალად. იმ თანხის, რომელიც მან მთავრობისგან მიიღო ფილმების გადაღებისთვის 2011-2014 წლებში. სერებრენიკოვი ბრალს არ აღიარებს. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უარყო სერებრენიკოვის თხოვნა გირაოს შეფარდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისმა იურისტებმა განაცხადეს, რომ სერებრენიკოვი მზად იყო 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაეხადა, რომელსაც მას ედავებიან. სერებრენიკოვი შინა პატიმრობაში ოქტომბრამდე დარჩება.

სერებრენიკოვი, რუსეთში თეატრალური დადგმებით არის ცნობილი, რომელიც მთავრობას ასარჟებს. მისი დაკავება ბევრის მიერ განიხილება, როგორც მთავრობის მცდელობა გააჩუმოს კრიტიკოსები.

სერებრენიკოვს ბევრმა რუსმა არტისტმა და ხელოვანმა დაუჭირა მხარი. ირინა პროხოროვის, მილიარდერი მიხაილ პროხოროვის (რომელიც ბრუკლინის ნეტსის მეპატრონეა) დის განცხადებით, სერებრენიკოვი „რუსეთის სიამაყეა“.

2012 წელს, სერებრინიკოვმა საბჭოთა დროის თეატრი გადაიბარა და ის პოპულარულ, თანამედროვე გოგოლის ცენტრად გარდაქმნა.

თუ სერებრენიკოვს ბრალს დაუმტკიცებენ, მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG