ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიას იარაღს დღემდე აწვდის


„როსობორონექსპორტის “ დირექტორმა ანატოლი ისაკინმა განაცხადა. რომ რუსეთი არსებული კონტრაქტების მიხედვით მოქმედებს

რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვი სირიის მთავრობისთვის იარაღის მიწოდებას განაგრძობს. თუმცა, მათი იარაღი შეტევითი ოპერაციებისთვის არ გამოიყენება.

ამის შესახებ „როსობორონექსპორტის “ დირექტორმა ანატოლი ისაკინმა განაცხადა. მისი თქმით რუსეთი მოქმედებს არსებული კონტრაქტების მიხედვით, რაც სრულიად ლეგალურია, რადგან გაეროს სირიისთვის იარაღის მიყიდვაზე სანქციები არ დაუწესებია.

როგორც ცნობილია რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლეთის ქვეყნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG