ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაზე იარაღს კვლავ ყიდის


რუსეთი აგრძელებს საკონტრაქტო პირობების შესრულებას, ვიდრე გაერო სანქციებს არ დააწესებს

რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს სირიის მთავრობისთვის იარაღი მიყიდვას, თუმცა არცერთი მათგანი საომარი მიზნებით არ გამოიყენება.

ოთხშაბათს როსობორონექსპორტის დირექტორმა ანატოლი ისაიკინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ჩვეულებრივად აგრძელებს საკონტრაქტო პირობების შესრულებას. ეს კონტრაქტი კი კანონიერია მანამ, ვიდრე გაერო სირიისთვის იარაღის მიყიდვაზე სანქციებს არ დააწესებს.

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადეს, რომელიც სირიის წინააღმდეგ იყო მიმართული და ქვეყნის კრიზისის მოგვარებაში უცხოეთის ჩაურევლობას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG