ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი უფლებადამცველები აპროტესტებენ


კრემლი რუსეთში კრიტიკის მოსპობას ცდილობს

რუსი აქტივისტები კრემლის ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოურ აგენტებად" ნათლავენ.

შაბათს პრეზიდენტმა პუტინმა ახალ კანონს ხელი მოაწერა, რითაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა კრემლის უსამართლობა და მცდელობა იმისა, რომ რუსეთში კრიტიკა ჩაახშოს. ამ კანონპროექტს პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი.

კანონი შეეხება ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. რუსეთის არასამათვარობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები კანონს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მას არ დაემორჩილებიან.

XS
SM
MD
LG