ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი რუსული კანონი


პარლამენტის ზედა პალატამ ქვეყნის ღალატის წინააღმდეგ ახალი კანონი მიიღო

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო კანონი ქვეყნის ღალატის შესახებ, რომელიც დანაშაულად თვლის ინფორმაციის მიწოდებას უცხოეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ფედერაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღო. კანონის ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ქვეყნის ღალატად ითვლება როგორც ჯაშუშობა, ასევე, უცხო ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა იმ ქმედებებში, რაც რუსეთის უსაფრთხოებას დააზარალებს. აღნიშნულ კანონში ასევე გათვალისწინებულია ზომები ისეთი ქმედების წინააღმდეგ, როგორციაა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის მიყენება.
XS
SM
MD
LG