ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი აქტივისტის გადაწყვეტილება


82 წლის ცნობილი რუსი აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ლიუდმილა ალექსეევა ადამიანის უფლებათა დაცვის საპრეზიდენტო საბჭოდან წავიდა

82 წლის ცნობილი რუსი აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ლიუდმილა ალექსეევა ადამიანის უფლებათა დაცვის საპრეზიდენტო საბჭოდან წავიდა. ამის მიზეზად მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც კომიტეტის წევრთა არჩევას ეხება. როგორც ალექსეევა აღნიშნავს, ახალი გადაწყვეტილების შედეგად, არსებობს ალბათობა , რომ რუსეთის მთავრობამ კომიტეტზე მომავალში ზეწოლა მოახდინოს.

ოფიციალურად, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმ მიზნით დაარსდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის საკითხებზე ითანამშრომლოს. კომიტეტის მიზანია ასევე, ხელი შეუწყოს სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას რუსეთში.

ლიუდმილა ალექსეევას განცხადებით, ამიერიდან ახალი კანონი კრემლის მხარდაჭერი ორგანიზაციების წევრებს და უსაფრთხოების გადამდგარ თანამშრომლებს უფლებას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვის 27 კაციან კომიტეტში გაწევრიანდნენ.


XS
SM
MD
LG