ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში „მაგნიტსკის საქმე“ გრძელდება


მაგნიტსკის ოჯახმა სასამართლოში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

რუსეთის სასამართლომ ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ გარდაცვალების შემდგომი საქმის განხილვა გადადო. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მაგნიტსკის დასაცავად ადვოკატთა ჯგუფი დანიშნა, მას შემდეგ, რაც მაგნიტსკის ოჯახმა სასამართლოში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სერგეი მაგნიტსკი რუსეთში კორუფციის საკითხებს იკვლევდა. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 230 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვის სქემა გამოავლინა, რაშიც ხელისუფლების ჩინოსნები იყვნენ ჩართული. ის 37 წლის ასაკში ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. შეერთებული შტატების სენატმა მიიღო ე.წ. მაგნიტსკის აქტი, რომლის ძალითაც კორუფციაში მხილებულ რუს ჩინოსნებს ამერიკაში სამგზავრო და ფინანსური სანქციები დაუწესდათ. ამის შემდეგ, პრეზიდნეტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მეშვეობითაც ამერიკაში რუსი ბავშვების გაშვილება აიკრძალა.
XS
SM
MD
LG