ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ბანგლადეში ხელშეკრულებას აფორმებენ


მოსკოვი ბანგლადეშის მთავრობას შეიარაღებაში ეხმარება

რუსეთმა ბანგლადეშს მილიარდი დოლარის სესხის სანაცვლოდ რუსეთში დამზადებული საბრძოლო იარაღი მიჰყიდა.

სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. კონკრეტული დეტალები იარაღის ტიპის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა შეთანხმებაში საჰაერო თავდაცვის სისტემები, ვერტმფრენები და ცეცხლსასროლი იარაღი შედის.

რუსეთი ბანგლადეშს დამატებით კიდევ 500 მილიონ დოლარს გადასცემს, რომლითაც დედაქალაქიდან 200 კილომეტრის მოშორებით პირველი ბირთვული ელექტროსადგური აშენდება.
XS
SM
MD
LG