ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია მოსკოვში


დემონსტრანტები აპროტესტებდნენ კანონს, რომელიც რუსი ბავშვების ამერიკაში გაშვილებას კრძალავს

რუსეთის დედაქალაქში საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი იმ კანონს ეწინააღმდეგებიან, რომელიც რუსი ბავშვების ამერიკაში გაშვილებას კრძალავს. დემონსტრანტებს თან ქონდათ იმ დეპუტატების ფოტოები, რომლებმაც გასულ თვეს აღნიშნულ კანონს ხმა მისცეს.

დემონსტრაციის ჩატარება ხელისუფლების მხრიდან ნებადართული იყო. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ის ოპოზიცია იყო, ვინც ერთი წლის წინ პრეზიდენტ პუტინის ხელახალ არჩევას აპროტესტებდა. პარლამენტის კანონი, რომელიც ამერიკაში რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს, დამკირვებელთა აზრით, საპასუხ აქციას წარმოადგენს ვაშინგტონის სანქციებზე, რომელიც რუს მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დაუწესდათ.
XS
SM
MD
LG