ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულებას აღნიშნავს


9 მაისს, მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმით, რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნა.

აღლუმს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დაესწრნენ.

პუტინმა აღლუმის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ნაცისტური გერმანიისგან „ევროპის მთავარი გამათავისუფლებელი“ საბჭოთა კავშირი იყო და უკრაინის დედაქალაქ კიევს, რუსეთის „უძველესი დედაქალაქი“ უწოდა.

პუტინმა 9 მაისს, კრემლთან უცნობი ჯარისკაცის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

გამარჯვების დღის აღსანიშნავი, ყოველწლიური სამხედრო აღლუმები, კრემლის კრიტიკოსებს პუტინის მიერ ძალის ჩვენებად მიაჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ პუტინის მთავრობა ზეიმს პატრიოტიზმის გასაღვივებლად იყენებს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ასაკოვანი ვეტერანების საჭიროებების მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენს.

მეორე მსოფლიო ომს, დაახლოებით 27 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი და მოქალაქე შეეწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG