მარტის დასაწყისში რუსეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხმათა 63,75% მოაგროვა.
შეერთებული შტატები ულოცავს რუს ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას და მზად არის ითანამშრომლოს ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.
შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა თვალსაზრისს რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით ეუთოს დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთში საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რომელიც სახელისუფლო ბერკეტების ცალმხრივი და მიკერძოებული გამოყენებით აღინიშნებოდა.
დარღვევები შეინიშნებოდა ხმის მიცემის პროცედურის დროს. ქალბატონი ნულანდი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს გულდასმით გამოიძიოს აღნიშნული დარღვევები.
შეერთებული შტატები მიესალმება რუსეთის მოქალაქეების მიერ არჩევნებში გამოჩენილ ინიციატივას. რუსები აქტიურად მონაწილეობდნენ არა მარტო ხმის მიცემის პროცედურაში, არამედ წარმატებით მუშაობდნენ დამკვირვებლებად საარჩევნო უბნებზე და მშვიდობინად გამოხატავდნენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე რუსი დამკვირვებლების უპრეცენდენტო რაოდენობა ამ ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებზე მეტყველებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
7 მარტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაიმეორა ადრე გამოთქმული შეშფოთება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით:“ ეუთომ ნათლად გამოხატა თავისი უკამყოფილება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის გამო, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით აღინიშნებოდა და ამ საკითხების გამოძიება მოითხოვა. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრების გამო. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონი პუტინის გამარჯვება უეჭველია და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას.“ ნათქვამია შეეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებაში.