ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში "ზომების მიღებით" იმუქრება


რუსეთი აცხადებს, რომ ზომებს მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დაარღვევს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ჩივილი იმაზე, რომ შეერთებული შტატები ძალადობის მონიტორინგის წესების შემუშავებისგან თავს იკავებს. სირიაში ბრძოლების შეწყვეტის შესაღებ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შემოქმედები სწორედ შეერთებული შტატები და რუსეთი არიან. შეთანხმება სამთავრობო და ოპოზიციურ ძალებზე ვრცელდება, მაგრამ არ ეხება ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ იერიშებს.

გაეროს წარმომადგენელი სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურა აცხადებს, რომ შეშფოთებულია რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობაში ბზარის გაჩენის შესაძლებლობით.

XS
SM
MD
LG