ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს სამი ასტრონავტი დაემატა


საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დამატებით სამი ასტრონავტი შეუერთდება. რუსი ასტრონავტები გენადი პადალკა და სერგეი რევინი და ამერიკელი ჯოზეფ აკაბა რუსული შატლი „სოიუზით“ ბაიკანურის კოსმოდრომიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე თვიანი მისიით გაფრინდნდნ.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს შატლების პროგრამა დაამთავრა, „სოიუზი“ მრავალჯერადი გამოყენების ერთადერთ კოსმოსურ ხომალდად რჩება, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადაყვანა შეუძლია.

ამერიკის კოსმოსის სააგენტოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კერძო კომპანიების დაქირავებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტვირთი გადააქვს. მომავალში, სავარაუდოდ, მათ ასტრონავტების გადასაყვანადაც გამოიყენებენ.

XS
SM
MD
LG