ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: "რუსეთი თურქეთთან ომს არ დაიწყებს"


რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება “წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას” ჰგავს, მაგრამ ამის გამო რუსეთი თურქეთთან ომს არ დაიწყებს.

ლავროვის თქმით, ამ ინციდენტის გამო, რუსეთმა თურქეთთან შესაძლოა ურთიერთობა შეცვალოს. მან დღეს ანკარაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონზე ესაუბრა. მინისტრები ახლო მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG