ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის განცხადებით, ელჩის მკვლელის თაობაზე დასკვნები ნაადრევია


რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ თურქეთში მისი ელჩის მკვლელის თაობაზე დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თურქეთს სჯერა, მკვლელი შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირ, ფეთულა გიულენთან არის დაკავშირებული, რომელსაც თურქეთში, ივლისის წარუმატებელი პუტჩიც ბრალდებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს თქვა, რომ თავდასხმის ერთობლივი გამოძიების დასრულებამდე, ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება საჭირო არ არის.

ელჩ კარლოვის ცხედარი მოსკოვში გუშინ გადაასვენეს.

XS
SM
MD
LG