ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ცხინვალთან სარადარო სისტემებს აშენებს


რუსეთი ცხინვალთან სარადარო სისტემებს აშენებს

ბრიტანული პრესა ცხინვალთან რადარისა და ახალი სათვალთვალო ელექტროსადგულის მშენებლობის შესახებ საუბრობს ერთი–ერთი ქართველი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით. „ანკლავის დედაქალაქ ცხინვალთან ავანპოსტის მშენებლობამ საქართველოს შიშები განუახლა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის გამეორებისთვის ემზადება. იმ ომის, რომელსაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის კატასტოფული დამცირება მოჰყვა. ბაზას რომელიც ყველა რუსული სადამკვირვებლო პოსტისგან მოშორებით სამხრეთის მიმართულებით განთავსდება, უზარმაზარი სტრატეგიული პოტენციალი აქვს,“– ამბობს თავის სტატიაში დემიენ მაკელროი, დეილი ტელეგრაფის ჟურნალისტი.

ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობას ყოველდღიურად ადგვნებენ თვალს მიმდებარე ქართული სოფლების მცხოვრებნი. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ მშენებლობა, დაახლოებით 30 ჰექტარ ფართობს მოიცავს და იქ ყოველდღიურად უამრავი ამწე მუშაობს. ადგილობრივი მცხორებლებისთვის უცნობია, კონკრეტულად, რა შენდება მათგან 500 მეტრის მოშორებით. მათი დასკვნით, ეს სამხედრო ბაზაა, რომელზე განთავსებული უფანჯრო შენობების ორი სართული მიწიდან უკვე ამოიზარდა.

რუსეთი ცხინვალთან სარადარო სისტემებს აშენებს
რუსეთი ცხინვალთან სარადარო სისტემებს აშენებს

შიდა ქართლში ოფიციალური პირებისთვის ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობისა და იქ რადარის განთავსების შესახებ ინფორმაცია სიახლე აღმოჩნდა. გიორგი ავალიანი გურენატორის მოადგილე ამბობს, რომ თუ ასეთი რამ მართლაც გაკეთდება, ეს დიდ ზიანს მოუტანს ქართულ მხარეს. „საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამის შესახებ,“– ამბობს გიორგი ავალიანი.

სამხეთ ოსეთის პარლამენტმა ახლახანს რუსეთს ცხინვალში სამხედრო ბაზის 49 წლიანი იჯარით სარგებლობის უფლება მისცა. ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რუსეთს ასევე იჯარით აქვს აღებული სამხედრო ბაზები აზერბაიჯანში სადაც განავსებულია თერგის ანტისარაკეტო სარადარო სისტემა, ასევე მის ხელშია სომხეთში არსებული გარკვეული ტიპის სარადარო სისტემები. ამ ყველაფერს, სავარაუდოდ დაემატება ცხინვალში განთავსებული სისტემაც, რომელსაც ექსპერტის აზით, ექნება როგორც სარადარო და ასევე სანავიგაციო ფუნქციები.

რადარის განთავსების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველანაირი საჰაერო მოძრაობის გაკონტროლება, საფრენი წვრთნების ჩათვალით.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა არანაირ მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რადგან ოკუპაციის შემდეგ რუსეთის გაერთიანებულმა შტაბმა შეიმუშავა გეგმა, რაც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის თავდაცვის სისტემების შექმნას გულისხმობს, აღჭურვილს საჰაერო კონტროლის მექანიზმების შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალში სამხედრო ბაზისა და რადარის მშენებლობის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG