ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ თვითმფრინავი ტერორისტული აქტის შედეგად ჩამოვარდა


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა დღეს განაცხადა, რომ ეგვიპტის სინაის რეგიონში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტერორისტული აქტი იყო.

ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს როგორც თვითმფრინავის დამსხვრეულ ნაწილებში, ასევე ბარგში. რუსეთი 50 მილიონით დაჯილდოვებას პირდება ნებისმიერ პირს, რომელიც გამოძიებას აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირების დაკავებისთვის აუცილებელ ინფორმაციას მიაწვდის.

31 ოქტომბერს ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხიდან სანქტ ბეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდებას 224 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG