ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი არაბული ლიგის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს


ლავროვი არაბული ლიგის გადაწყვეტილებას „სირიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს

რუსეთი სირიასთან დაკავშირებით მიღებულ არაბული ლიგის გადაწყვეტილებას „სირიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ოპოზიციის ქვეყნის ერთადერთ წარმომადგენლად გამოცხადება და ყატარის სამიტზე ოპოზიციური კოალიციის მიერ სირიის მთავრობის ადგილის დაკავება კრიზისის სამშვიდობო გადაწყვეტის ბოლო შანსსაც ანადგურებს.

ლავროვის თქმით, ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის ჟენევაში მიღებული სამშვიდობო დარეგულირების იმ გეგმასთან, რომელსაც არაბული ლიგაც მხარს უჭერდა და გაეროს ემისრის, ლახდარ ბრაჰიმის მისიას სრულიად გაურკვეველს ხდის.

რუსეთის განცხადებას ირანის უკმაყოფილებაც მოყვა, რომელმაც არაბული ლიგის გადაწყვეტილება „საშიშ საქციელად“ შეაფასა.
XS
SM
MD
LG