ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები


კერი და ლავროვი სირიის სამშვიდობო კონფერენციის მოწვევასთან დაკავშირებით მოლაპარაკების განახლებას ცდილობენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ცდილობენ განაახლონ მოლაპარაკება სირიის სამშვიდობო კონფერენციის მოწვევასთან დაკავშირებით. კონფერენციის მიზანი სირიის სამოქალაქო ომის დამთავრებაა.

დღეს ჟენევაში კერი და ლავროვი სირიის კონფლიქტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელს, ლახდარ ბრაჰიმის შეხვდნენ. მათ დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გადაცემის პირობებზე ისაუბრეს.

კერი და ლავროვი სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. სახელმწიფო მდივანი კერი აცხადებს:

„შევთანხმდით, რომ ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეკრების დროს, 28 სექტემბრისთვის, კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს და ვნახოთ მოხერხდება თუ არა სამშვიდობო კონფერენციის თარიღის შეთანხმება.“

სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული შეთანხმება ქვეყნის სამოქალაქო ომის დასასრულებლად პოლიტკური გადაწყვეტილების მონახვას გააადვილებს:

„სირიელები უნდა შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტებაზე, რომელსაც ქვეყნის სამართავად სრული ძალაუფლება ექნება.“

XS
SM
MD
LG