ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრტი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო კამპანიას მანამ არ შეწყვეტს, სანამ იქ “ტერორისტული ორგანიზაციები” არ დამარცხდებიან.

ლავროვის განცხადების ფონზე, გაერო სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების მყიფე პროცესის გეგმიურად გაგრძელებას ცდილობს. მოლაპარაკება გუშინ დაიწყო, მაგრამ არც სირიის მთავრობის და არც ოპოზიციის წარმომადგენლები გაეროს წარმომადგენელ შტეფან დე მისტურას ოფიციალურ ამპლუაში არ შეხვდნენ.

ლავროვმა, კონკრეტულად, დაჯგუფება „ალ ნუსრა“ ახსენა, რომელიც სირიაში „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ჯგუფია და დასძინა, რომ ვერ ხვდება რატომ უნდა შეწყვიტოს რუსეთმა მათი დაბომბვა.

XS
SM
MD
LG