ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსურ სადგურზე ახალი ეკიპაჟი გაემგზავრა


კოსმოსურ სადგურზე ახალი ეკიპაჟი გაემგზავრა

დღეს დილით ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ახალი ეკიპაჟი გაუშვეს. 15 სანტიმეტრიანი თოვლის საფარის მიუხედავად კოსმოსურ ხომალდ „სოიუზს“ გაშვებისას პრობლემები არ შექმნია. ახალ ეკიპაჟში ერთი ამერიკელი და ორი რუსი კოსმონავტია. ისინი პირველები არიან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მას შემდეგ დაეშვებიან, რაც შეერთებული შტატების კოსმოსურმა შატლმა ივლისში 30 წლიანი პროგრამა დაასრულა. ეკიპაჟი დედამიწაზე 2012 წლის მარტში დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG