ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული „სოიუზი“ ამერიკელი მგზავრებით


რუსული „სოიუზი“ ამერიკელი მგზავრებით

როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში 1961 წელს პირველი კოსმონავტი იური გაგარინი გაუშვა, ეს გაფრენა „ცივ ომში“ მოსკოვის გამარჯვებად შეფასდა. „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტი ანია არდაიევა იუწყება, რომ აპრილში რუსეთი ამ მოვლენის 50 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. თუმცა, ამასთანავე, მოსკოვი თავის ძველ მეტოქესთან შეერთებულ შტატებთან კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობის დაწყებასაც გეგმავს. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ ნასამ გააუქმა თავისი გეგმა რომელიც შატლის შემდგომი მოდელის კოსმოსური ხომალდის შექმნას ითვალისწინებდა. ვიდრე ამერიკული კოსმოსური ფირმები ადამიანთა ტრანსპორტირებისთვის გამოსადეგი კოსმოსური ხომალდების დამზადებით არიან დაკავებული. ვაშინგტონი აპირებს, რომ რუსეთს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადოს, რათა „სოიუზის“ ხომალდი ამერიკელმა ასტრონავტებმაც გამოიყენონ. რობერტ ნავიასი ნასას პროგრამების ხელმძღვანელია.

„სოიუზი“ შედარებისთვის სპორტულ ავტომობილს გავს, სადაც ეკიპაჟის სამი წევრი მოდულების პატარა სექციებშია მოთავსებული.“

თუმცა, „სოიუზთან“ დაკავშირებულმა ინციდენტებმა ხომალდის გარშემო მღელვარება შექმნა. 2008 წლის აპრილში დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა არასწორი კუთხით დაშვება გამოიწვია. რუსი კოსმონავტი სერგეი კრიკალევი კი ამბობს, რომ „სოიუზის“ ძველი ტექნოლოგია შემაშფოთებელი ფაქტი არ არის.

„ეს იმგვარად არის აწყობილი, რომ ჩვენ შეგვიძლია ნაწილების გამოცვლა, ტექნიკური მხარის შეცვლა და „სოუზი“ ფაქტობრივად უკვე სხვა იქნება, რადგანაც ჩვენ შევცვალეთ კომპიუტერი, შევცალეთ გარკვეული თანმიმდევრულობა და ის უფრო სანდო გახდა. “ - აცხადეს კრიკალევი.

შეერთებული შტატები რუსეთის 59 მილიონი დოლარის გადახდას აპირებს და ეს იქნება ერთი წრის ღირებულება რომლის ფარგლებშიც კოსმოსურ სადგურზე დაშვება მოხდება. ამგვარად 2013 და 2014 წლებში უკვე 6 ადგილია დაჯავშნული. უნდა ითქვას, რომ კოსმოსურ ეპოქაში უკვე ჩინეთმა და ინდოეთმაც შეაბიჯეს. თუმცა ყოფილი მეტოქეები ამერიკა და რუსეთი ძველ მტრობას ივიწყებენ და კოსმოსის განვითარებაზე ზრუნვას ერთად აპირებენ.

XS
SM
MD
LG