ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს გენერალს „ლოს ანჯელეს თაიმსი“ ესაუბრა


გენერალი კონდაუროვი: „მოსკოვი სნოუდენისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია“

ყოფილი საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის გადამდგარ გენერალს ალექსეი კონდაუროვს „ლოს ანჯელეს თაიმსი“ ესაუბრა. გენერალი აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატების უშიშროების სააგენტოს ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი ეკვადორში გაემგზავრება, შესაძლოა ის გზაზე ამერიკელებმა დააპატიმრონ. მეორეს მხრივ, მისი პიროვნება ძალიან მიმზიდველია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის.
„ძალიან საინტერესო თევზია, რომელიც ჩვენს ბადეში თავად მოხვდა. არაგონივრული იქნებოდა, თუ ჩვენი სპეცსამსახურები ასეთ იშვიათ შემთხვევას ხელიდან გაუშვებენ და ამერიკის დაზვერვასთან დაკავშირებულ ადამიანს არ გაესაუბრებიან. დარწმუნებული ვარ, მას აღელვებდა იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკელები თვითმფრინავს დასვამდნენ, რაც მისთვის სამყაროს დასასრული იქნებოდა,“ - განაცხადა კონდაუროვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სნოუდენმა ბილეთი დაჯავშნა მოსკოვი-ჰავანას რეისზე, თუმცა, თვითმფრინავში ის არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მთავრობა ედვარდ სნოუდენს საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების გამო ეძებს.
„მოსკოვი სნოუდენისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია, თუმცა ამისთვის მას საფასურის გადახდა და ჩვენი სპეცსამსახურების კითხვებზე პასუხი მოუწევს,“ - აცხადებს გენერალი კონდაუროვი.
XS
SM
MD
LG