ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი ვენესუელაში მადუროს მხარდასაჭერად ჩადის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელაში ჩადის, რათა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადოს.

რუსეთი ნიკოლას მადუროს პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვენესუელისთვის სანქციები აქვს დაწესებული და არაერთი სხვა ქვეყნის მსგავსად, ხუან გუაიდოს აღიარებს, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერს გარდამავალ პერიოდში.

მოსკოვი შეერთებული შტატების სანქციებს გმობს და მათ არალეგალურს უწოდებს. თუმცა ვენესუელის ოპოზიცია, პირიქით, მოუწოდებს ვაშინგტონს, რომ რუსეთის მიერ მადუროსთვის ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის საპასუხოდ, დამატებითი ზომები იყოს მიღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG