ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიაბკოვი: ვნახავთ, რა იქნება განსხვავებული მალერის ჩვენებაში


მოსკოვი აგრძელებს იმის უარყოფას, რომ კრემლი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამავე დროს ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს სპეციალური გამომძიებლის ჩვენებას კონგრესის წინაშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მალერის ჩვენებას თვალს მიადევნებენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "არ არსებობს იმის დამტკიცების საფუძველი, რომ რუსეთმა სცადა ან მომავალში აპირებს სცადოს ამერიკის არჩევნებში ჩარევა, როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა ცოტა ხნის წინ". ინფორმაციას ამ განცხადების შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტოფერ ვრეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი 2020 წლის არჩევნებში ჩარევასაც გეგმავს. ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლებმა კი დაასკვნეს, რომ რუსეთი ნამდვილად ჩაერია 2016 წლის არჩევნებში იმ მიზნით, რომ დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა.

მალერმა გამოძიების დასრულების შემდეგ, კონფიდენციალური 448-გვერდიანი ანგარიში იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა. გამოძიებით დადგინდა, რომ არ არსებობს ტრამპის კამპანიის წევრების მიერ რუსებთან კონსპირაციის საკმარისი მტკიცებულება. ამავე დროს გუნდის დასკვნით, პრეზიდენტი სრულად გამართლებული არ არის გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობის ნაწილში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG