ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა აფხაზეთში S300-ები განალაგა


რუსეთმა აფხაზეთში შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დააყენა. მიზეზად მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საჰაერო ზონის დაცვა დაასახელა.

რუსეთის საჰაერო ძალების სარდალმა განაცხადა, რომ აფხაზეთში მოსკოვმა S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები განალაგა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ სახის შეიარაღების განლაგება რეგიონში სავარაუდოდ დაძაბულობას გაამწვავებს.

გენერალი ალექსანდერ ზელინის განცხადებით, S300 რაკეტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დაცვას ისახავს მიზნად. რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე განლაგებული აქვს სხვა სახის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

S-300-ის დისლოცირებაზე კრემლმა განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის ორ წლისთავს დამთხვია.

XS
SM
MD
LG