ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინას სამი საზღვაო ხომალდი დაუბრუნა


რუსეთმა, ერთი წლის წინ დაკავებული სამი საზღვაო ხომალდი დააბრუნა უკან, უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. ნახევარკუნძული 2014 წლიდან მოსკოვის მიერ უკანონოდაა ანექსირებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა თქვა, რომ საზღვაო ხომალდები უკან დააბრუნეს მას შემდეგ, რაც "გამოძიებამ ისინი სრულად შეისწავლა". გამოძიება "საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას" ეხებოდა. მინისტრისვე თქმით, "მათი ყოფნა რუსეთში აღარაა საჭირო."

2018 წლის 5 ნოემბერს რუსეთის სანაპირო დაცვამ ხომალდები და იქ მყოფი ადამიანები დააკავა. გემებზე სულ 24 მეზღვაური იმყოფებოდა. ისინი შავი ზღვიდან უკრაინაში, მარიუპოლის პორტში, აზოვის ზღვაში ბრუნდებდნენ.

ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სპერატაისტების მხრიდან უკვე შეიწირა 13,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG