ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ოპოზიცია აქციას აწყობს


მოსკოველები ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ

შაბათს, ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პუტინის უპრეცედენტო მესამე ვადის გამო.

„თავისუფლება ყველას" - ასე სკანდირებდნენ დემონსტრანტები და ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდნენ. სოლიდარობის გამოსახატად მათ თეთრ მაისურებში ჩაცმული ხალხი უერთდებოდა. აქციის მონაწილეები პუტინს მჭიდროდ კონტროლირებად პოლიტიკასა და კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

XS
SM
MD
LG