ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დააპატიმრეს ჯგუფი, რომელიც პუტინის მკვლელობას გეგმავდა


დააპატიმრეს ჯგუფი, რომელიც პუტინის მკვლელობას გეგმავდა

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით რუსეთის და უკრაინის სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ჯგუფი, რომელიც მათი მტკიცებით პუტინის მკვლელობას ისახავდა მიზნად. დღეს გახმაურებული ინფორმაციით დანაშაულში ეჭვმიტანილები უკრაინულ საპორტო ქალაქ ოდესაში აიყვანეს.

სამართალდამცავების განცხადებით შავიზღვისპირეთში დაბანაკებული ჯგუფი საბოლოო მიზნად ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტური სახელმწიფოს შექმნას ისახავდა. მათ უშიშროების თანამშრომელთა ყურადღება ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოცდის შემდეგ მიიქციეს. პრეზიდენტის განადგურება 4 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე იგეგმებოდა.

პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „იტარ-ტასთან“ საუბარში ჯგუფის დაპატიმრების ფაქტი დაადასტურა, თუმცა საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

XS
SM
MD
LG