ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ევროკავშირის პირველ სამიტს მასპინძლობს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ევროკავშირის [ქვეყნების] ლიდერთა პირველ სამიტს მასპინძლობს.

სანქტ-პეტერბურგში გამართულ სამიტზე, რომელიც ორშაბათს, ახალი შეტაკებების ფონზე დაიწყო, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება სირიის 15-თვიანი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

სამიტის ბოლოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რამპოიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერსა და 27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს “განსხვავებული შეფასებები” აქვთ სირიასთან მიმართებაში.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ვან რომპოიმ აღნიშნა, რომ მხარეები უნდა გაერთაინდნენ სირიაში არსებული ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტისა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის 11-წლიანი მმართველობის ქვეყანაში გარდამავალი პოლიტიკური პროცესის დასაწყებად.

XS
SM
MD
LG