ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი „ფუსი რიოთის“ გათავისუფლებას მხარს უჭერს


პრემიერის აზრით, მათთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯა არ იყო მართებული გადაწყვეტილება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ პანკ-ჯგუფის - „ფუსი რიოთის“ ორი წევრი ციხიდან გათავისუფლდება.

მედვედევმა აღნიშნა, რომ ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და მარია ალიოხინასთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯა არ იყო მართებული გადაწყვეტილება და იქვე დასძინა, რომ „ისინი ისედაც დიდი ხანი იმყოფებოდნენ საპატიმროში.“

ქალების პანკ-ჯგიფმა „ფუსი რიოთმა“ აგვისტოში მოსკოვის კათედრალში საპროტესტო აქცია გამართა, რის გამოც ისინი პოლიციამ დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG