ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფუსი რიოტ"-ის ერთ-ერთი წევრი გაათავისუფლეს


გადაწყვეტილება რუსეთის სააპელაციო სასამართლომ მიიღო

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ ქალებისგან შემდგარი სკანდალურად ცნობილი პანკ ჯგუფის - „ფუსი რიოტ"-ის ერთ-ერთი წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი გაათავისუფლა, რადგან მოსამართლის თქმით, ეს ქალბატონი მოსკოვის საკათედრო ტაძარში აქციის დაწყებამდე მცველებმა გააძევეს ეკლესიიდან.

თუმცა, სასამართლომ უცვლელად დატოვა აქციის ორი დანარჩენი მონაწილის - მარია ალიოხინას და ნაძეჟდა ტოლოკონიკოვას მიმართ გამოტანილი განაჩენი და ამ ქალბატონებს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG