ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია პუტინის წინააღმდეგ


მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში ოპოზიციის მხარდასაჭერად ათობით ათასი მომიტინგე გამოვიდა

„თავისუფლება ყველას“ - შაბათს მოსკოვის ხმაურიან საპროტესტო აქციაზე ეს ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო. დემონსტრაციის მონაწილეთა უმეტესობა სოლიდარობის ნიშნად თეთრი ფერის ტანსაცმლით მივიდა, რათა დედაქალაქის ცენტრში ხმა პუტინის უპრეცედენტო დაბრუნების და მის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ აემაღლებინა.

აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ პუტინი ქვეყანას ძალზე მკაცრად კონტროლირებადი პოლიტიკური სისტემის მეშვეობით მართავს, რომელიც ყველაფერთან ერთად ძირფესვიანად კორუმპირებულია. მიტინგზე მისული პუბლიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ვის არ ნახავდით იქ, უპარტიოებს თუ პარტიულებს, ლიბერალებს თუ ნაციონალისტებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, პატარა ბავშვებსაც კი. გამუდმებით ისმოდა ოპოზიციის უკვე ტრადიციული მოწოდება - „რუსეთი პუტინის გარეშე“.

ოპოზიცია პუტინის დაბრუნებას აპროტესტებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მაისის შემდეგ, როცა პუტინი კრემლში დაბრუნდა, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებმა იმატა. ნადეჟდას გვარის გამხელა არ სურს, ის ამბობს, რომ მიტინგზე საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატად მოვიდა. მას არ მოსწონს დემოკრატიის ხარისხი, რომელიც რუსეთში მკვიდრდება:

მინდა რომ ჩემი ქვეყანა თავისუფალი იყოს. არ მსურს პოლიციურ რეჟიმში ცხოვრება, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს. ჩემი არჩეული დუმა მინდა რომ მართლა ჩემს ინტერესებს იცავდეს.“

საკუთარი გვარის დაფიქსირება არც არტიომს სურს. რუსეთში საკუთარი აზრის გამოხატვა უსაფრთხო არ არის. „არ ვეთანხმები ამ ყველაფერს, რაც რუსეთში ხდება, მაგრამ ისიც არ ვიცი ზუსტად, თუ რა უნდა ვიღონო,“ - ამბობს არტიომი და დასძენს, რომ მასავით რუსეთში ძალიან ბევრი ფიქრობს.

ოპოზიცია უფრო თავდაჯერებული ჩანს, ვიდრე როდესმე ყოფილა.

ძალიან შეშინებული ჩანან. ხან რეპრესიებს მიმართავენ, ხან ხალხთან თამაშს იწყებენ. ვაიძულებთ, რომ მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და რეფორმები დაიწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონაც იციან, რა ელით,“ - აცხადებს მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე.

მათი ოპტიმიზმის მიუხედავად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში მართალია ოპოზიციური მოძრაობა უკანასკნელ ხანს გაძლიერდა, მაგრამ რამდენიმე მასობრივი გამოსვლის მიუხედავად, რომელზეც პუტინის გადადგომას, სამართლიან არჩევნებს და დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვდნენ, ქვეყანაში პრინციპში არაფერი შეცვლილა. კრემლი ძველებურად დევნის და ავიწროებს თავისუფალ სიტყვას, განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმას, საპროტესტო აქციებს და ოპოზიციის ლიდერების ქმედებას.

ანალიტიკოსები უკურეაქციაზეც საუბრობენ: არამარტო დემონსტრაციის გამართვის უფლების გაცემის რეგულაცია გამკაცრდა, არამედ კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაც გაიზარდა. პარლამენტიდან გაირიცხა დეპუტატი გენადი გუდკოვი, ოპოზიციის ლიდერი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსი კანონმდებლების ზედამხედველმა კომისიამ, რომელიც დეპუტატების ბიზნეს-საქმიანობას აკონტროლებს, მას ბრალი სამშენებლო ფირმის მართვაში და საფეიქრო საწარმოდან მოგების მიღებაში დასდო.

გუდკოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს, და აცხადებს, რომ მისი მიზანში ამოღება და დევნა ოპოზიციური იდეების გამო ხდება. შემთხვევითი არც ის იყო, რომ ჩემი გარიცხვა სწორედ შაბათის აქციის წინ მოხდა, აღნიშნა მან. ახლა, როცა გუდკოვს იმუნიტეტი მოხსნილი აქვს, მის მხარდამჭერებს ყოფილი დეპუტატის დაპატიმრების ეშინიათ.

„ზაფხული გავიდა, ბოლო მარშიდან სამი თვე. არცერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. პირიქით, რეპრესიები გაძლიერდა, მეტი ხალხი დაიჭირეს,“ - აცხადებს ულტრა-მემარცხენე ლიდერი, სერგეი უდალცოვი.

რაც უფრო იზრდება რეპრესიები მთავრობის მხრიდან, მით უფრო მეტი ხალხი უერთდება საპროტესტო აქციებს. სააგენტო როიტერის მონაცემებით შაბათის აქციას რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ესწრებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დემონსტრანტთა რაოდენობა სავარაუდოდ 50 ათასს აღწევდა.
XS
SM
MD
LG