ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ბერეზოვსკი ბრიტანეთში გარდაიცვალა


ბერეზოვსკის ადვოკატმა ალექსანდერ დობრინოვსკი შესაძლო თვითმკვლელობაზე საუბრობს

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს რუსი ოლიგარქის და კრემლის მწვავე ოპონენტის, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზის დადგენა.

67 წლის ბერეზოვსკი საკუთარ სახლში შაბათს, ლონდონიდან 40 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ასკოტში მკვდარი აღმოაჩინეს. ამ დროისათვის პოლიცია მისი გარდაცვალების მიზეზს უცნობად აცხადებს. მიმდინარეობს გამოძიება.

ბერეზოვსკი ბრიტანეთში 2000 წლიდან ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობა დაეძაბა.

ბერეზოვსკის ადვოკატმა ალექსანდერ დობრინოვსკიმ კი ტელეკომპანია "Russia Today"-ის განუცხადა, რომ შესაძლოა ბიზნესმენმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG