ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეელი მეთევზეები დააკავა


რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვის მითითებით დააკავეს 260 მეთევზე ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი რამდენიმე ნავზე იმყოფებოდნენ და დაკავების მომენტში არალეგალურად თევზაობდნენ.

რუსეთმა ისინი, თავიანთი ნავებით ნახოდკის პორტში გადაიყვანა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების მომენტში დაახლოებით 14 000 კილო მოლუსკების კონფისკაცია მოხდა.

მსგავსი ინციდენტი გასულ კვირასაც მოხდა, როცა რუსეთმა, იაპონიის ზღვაში ჩრდილოეთ კორეელი მეთევზეები დააკავა. იაპონიის ზღვის იმ ნაწილის კონტროლზე პრეტენზიას რუსეთი აცხადებს. მეთევზეები რუსულ ძალებს დაუპირისპირდნენ და ამ ინციდენტმა ერთი კორეელის დაშავება, შემდეგ დაღუპვა გამოიწვია. გასული კვირის ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის ელჩი დაიბარა და მასთან „სერიოზული შეშფოთება“ დააფიქსირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG