ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ქონება განსჯის საგნად


ბორის ნემცოვმა პუტინს სახელმწიფო ქონების უკანონოდ დაუფლებაში დასდო ბრალი

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი პრეზიდენტ პუტინს სახელმწიფო ქონების კერძო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამ ქონებაში შედის იახტები, თვითმფრინავები და მრავალრიცხოვანი სასახლეები. ნემცოვმა და მისმა თანაავტორმა ლეონიდ მარტინიუკმა ამასთან დაკავშირებით წიგნი გამოსცეს. მათი მტკიცებით პუტინის საპრეზიდენტო თვითმფრინავში 75 000 დოლარის ღირებულების საპირფარეშოა, გარდა ამისა ვლადიმერ პუტინს ძვირფასი საათების კოლექცია აქვს, რომლის ფასი 700 000 დოლარია.
რუსეთის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 115 000 დოლარია, თავად პუტინის განცხადებით, ის პრეზიდენტად ყოფნის დროს ნავზე ჯაჭვით დაბმული მონასავით მუშაობდა.
როგორც ბორის ნემცოვი აცხადებს:“ პუტინის განკარგულებაში 43 თვითმფრინავი, 15 შვეულმფრენი, 20-მდე ვილა, სასახლე და რეზიდენციაა, გარდა ამისა მას ჰყავს 4 იახტა, მათ შორის ერთი მილიარდერ აბრამოვიჩის ნაჩუქარი, 20 მილიონი დოლარის ღირებულების საათების კოლექცია და ეს იმ ქვეყნაში, სადაც უკანსკნელი წლების განმავლობაში 20 000 სკოლა დაიხურა და ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს.“
როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მაშა ლიპმანი აცხადებს, ნემცოვის მონაცემები უცხოეთში გამოქვეყნებულ მასალებზეა დამყარებული და ძნელი დასადგენია რამდენად შეეფერება ის სიმართლეს.
ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის თქმით:“ პუტინი თავის პირად ქონებას და სახელმწიფო საკუთრებას ერთმანეთში ურევს, აქ არნახულ ფუფუნებასთან გვაქვს საქმე, რომლითაც ეს ვაჟბატონი ტკბება და ამის გამო არ სურს კრემლის დატოვება.“
რუსების უმრავლესობისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც რუსეთის მოქალაქე ვინმე სერგეი ამბობს:“ ის მდიდარია, ბევრს მუშაობს და სულაც არ არის გასაკვირი რომ ბევრი ფული აქვს, ჩვენთან ყველა პრეზიდენტი მდიდარია, მილიონერები არიან.“
ბორის ნემცოვის წიგნი საზღვარგარეთ გამოიცა, რომელზეც კრემლს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG