ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქმე ნავალნის წინააღმდეგ


ნავალნიმ სახელმწიფოს 500 ათასი დოლარი მოპარა

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციის ერთერთ ლიდერს ალექსეი ნავალნის ქურდობაში სდებს ბრალს. დღეს გამომძიებლებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც ნავალნიმ მონაწილეობა მიიღო ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიის მაქინაციურ სქემაში, როდესაც ის 2009 წელს ადგილობრივი გუბერნატორის მრჩევლად მუშაობდა. ამ სქემის საშუალებით სახელმწიფომ 500 ათასი დოლარი იზარალა. ნავალნის რუსეთის დატოვება აეკრძალა. თავად ოპოზიციონერი ამ ბრალდებას უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნავალნის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG