ჩრდილოეთ კორეის ლიდერი -კიმ ჩენ ირი- მზად არის საერთაშორისო მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში ბირთვული პროგრამები დროებით გაყინოს - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, სპიკერი - ნატალია ტიმაკოვა.
პრეზიდენტი მედვედევი იმედოვნებს, რომ კიმ ჩენ ირი რუსეთში ვიზიტით კმაყოფილია. განცხადებები ორი ქვეყნის ლიდერის ციმბირში მდებარე სამხედრო ბაზა -სასნოვი ბორზე- შემდგარი მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მზად არის მოლაპარაკების მაგიდას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიუჯდეს.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკება 2009 წელს შეწყვიტა. მისი აღდგენის სანაცვლოდ კიმ ჩენ ირი ქვეყნის ეკონომიკისთვის შეღავათებს ითხოვს. ჩრდილოეთ კორეაში საკვების ქრონიკული უკმარისობა აღინიშნება. მდგომარეობა უკანასკნელი პერიოდის წყალდიდობებით კიდევ უფრო გართულდა.