ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" გამოსცადა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ახალი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა. სამინისტროს გაზეთ „კრასნაია ზვეზდაში“ ნათქვამია, რომ გამოცდა პლესეტცკის კოსმოდრომზე მოხდა, სადაც სისტემის პარამეტრები, მოსამზადებელი ეტაპები და გაშვების ტრაექტორია დადასტურდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი გამოცდა ბალტიის ზღვაში 4-6 აპრილს ჩატარდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ლატვიის თავდაცვის სამნისტრომ. სამინისტროში დაიბარეს რუსეთის სამხედრო ატაშე. სამინისტრო რუსეთისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. ლატვიის მთავრობის შეფასებით, ბალტიის ზღვაში რუსეთის წვრთნები, კრემლის მხრიდან „ძალის დემონტსტრაციაა“.

ამავდროულად, თეთრი სახლი იტყობინება, რომ პრეზიდენტი ტრამპი 3 აპრილს ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ლიდერებს უმასპინძლებს.

ბალტიისპირეთის ლიდერები პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG