ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალინინგრადში სარადარო სისტემის ახალი სადგური გაიხსნა


კალინინგრადში სარადარო სისტემის ახალი სადგური გაიხსნა

რუსეთმა დღეს ოფიციალურად გახსნა სარადარო სისტემის ახალი სადგური, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპირო რეგიონ კალინინგრადში მდებარეობს. სადგური ამერიკა-ნატოს მიერ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო ფარის დამონტაჟების საპასუხოდ გაიხსნა. ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას რუსეთი სამხერდო საფრთხედ აღიქვამს.

პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს რადარის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ რუსეთი სათანადოდაა მომზადებული იმისთვის, რომ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ გამოწვეულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირება გააკეთოს.

ოქტომბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ამერიკის ანტი-საჰაერო შესაძლებლობებს ევროპაში მნიშვნელოვნად ამყარებს. მაშინ სერგეი ლავროვმა შეერთებულ შტატებს სამართლებრივი გარანტიები მოსთხოვა, რომ ანტი-საჰაერო სისტემის დამიზნება რუსეთზე არასოდეს მოხდებოდა.

რადარის გახსნაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ კალინინგრადის ნაგებობა დასავლეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი ინტეგრირება ნატოს თავდაცვით სისტემებშიც შეიძლება.

XS
SM
MD
LG