ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეტეორის ჩამოვარდნამ რუსეთში პანიკა გამოიწვია


მეტეორის ჩამოვარდნით გამოწვეული ხვრელი ტბაში
მეტეორის ჩამოვარდნით გამოწვეული ხვრელი ტბაში

მატეორის ჩამოვარდნამ მძლავრი აფეთქება გამოიწივა, რის შედეგადაც 750 ადამიანი დაშავდა

პარასკევს, ჩელიაბინსკის რეგიონში ჩამოვარდნილი მეტეორის გამო ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. ატმოსფეროში 10-ტონიანი მეტეორის შემოჭრის შედეგად წარმოქმნილმა შოკურმა ტალღამ მინების მსხვრევა და სიგნალიზაციების ჩართვა გამოიწვია. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, მისი სიჩქარე დაახლოებით 54 ათასი კილომეტრი საათში უნდა ყოფილიყო. ურალის მთებზე და ტბებზე მეტეორის ნარჩენებს ეძებენ.

ჩელიაბინსკის ნომერ პირველი საავადმყოფოს ქირურგი, ვლადიმირ ბაშმანნიკოვი ამბობს, რომ დაშავებული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ჭრილობები მინის ნამსხვრევებით ჰქონდა მიყენებული. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაზარალებულთა რაოდენობამ დღეისთვის 1 100-ს გადააჭარბა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნასას მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მოვლენები დედამიწაზე იშვიათობა არ არის და „ცეცხლოვანი ბურთის“ შემოჭრა ატმოსფეროში ძალიან ხშირად ხდება, თუმცა მათი უმრავლესობა ოკეანეში ან დაუსახლებელ ადგილებში ვარდება და ამიტომ მოსახლეობა მეტეორის ჩამოვარდნის შესახებ ვერ იგებს.
XS
SM
MD
LG