ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევმა პუტინთან დაძაბულობის არსებობა უარყო


მედვედევმა პუტინთან დაძაბულობის არსებობა უარყო
მედვედევმა პუტინთან დაძაბულობის არსებობა უარყო

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მას სურს პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ასარჩევად იყაროს კენჭი. თუმცა მისი თქმით, პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან პრეზიდენტის პოსტისთვის პაექრობა ქვეყნისთვის ცუდი იქნება.

გაზეთ „ფაინენშალ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრი პუტინი და თვითონ პრეზიდენტი ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები არიან. მედვედევმა პუტინთან მზარდი დაძაბულობის არსებობა უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ არც პრეზიდენტს და არც პერმიერ მინისტრს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებიათ.

XS
SM
MD
LG