ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის გადაწყვეტილება მალე გახმაურდება


მედვედევის გადაწყვეტილება მალე გახმაურდება
მედვედევის გადაწყვეტილება მალე გახმაურდება

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მდევდევის თქმით, ჯერ ადრეა იმის განცხადება იყრის თუ არა კენჭს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მედვედევმა ტექნოლოგიურ ცენტრ სკოლკოვოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასობით ჟურნალისტი ესწრებოდა. მედვედევის თქმით, ის თავის გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებს. თუმცა მისივე განცხადებით ამ ტიპის გადაწყვეტილების გასამჟღავნებლად პრესკონფერენცია შესაფერისი ფორმატი არ არის. მედვედევის თქმით მას ვლადიმირ პუტინისგან ქვეყნის მოდერნიზაცის დაჩქარების საკითხში განსხვავებული მოსაზრება აქვს.

მედვედევი ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის პროტეჟედ განიხილება. შესაძლოა თავის კანდიდატურა მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმაც დააყენოს.

XS
SM
MD
LG