ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა


მედვედევი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა

ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვის გარეუბანში, სკოლკოვოში დიდი პრესკონფერენცია ჩაატარა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის, რომელსაც დაახლოებით 800-მდე რეპორტიორი ესწრებოდა.

45 წლის მედვედევი საკმაოდ ბუნდოვანი და მორცხვი იყო მომავალი წლის მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ უფრო რიხიანი ჩანდა ნატოს კრიტიკაში და რუსებისთვის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე საუბრისას.

რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით:“ გადაწყვეტილება ისეთ დროს უნდა იყოს მიღებული, როდესაც ამისთვის ყველაფერი მზად იქნება და ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი პოლიტიკური ეფექტი ექნება.“

რუსეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოსკოვთან შეთანხმების გარეშე რაკეტსაწინაღო თავდაცვითი სისტემის შექმნის მცდელობის გამო, რაც მისი თქმით ცივი ომის ხანაში დააბრუნებს მსოფლიოს.

რაც შეეხება თავის მენტორთან ვლადიმერ პუტინთან კავშირს. დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა რომ:“ ეს არ არის მარტო პოლიტიკურ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა, რასაც ზოგიერთები ტანდემს ეძახიან, არამედ ეს არის მყარი თანამშრომლობა, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება.“

XS
SM
MD
LG