ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის წამყვანი სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გარდაიცვალა


დღეს გარდაიცვალა რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ კორობოვი, რომელსაც ამერიკა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰაკერული ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებდა. ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ხელმძღვანელობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორობოვი გარდაიცვალა "მძიმე და ხანგრძლივი" ავადმყოფობის შედეგად, რაც რუსულ ოფიციალურ პირთა განცხადებების კონტექსტში, ხშირად კიბოს აღნიშნავს. კორობოვი სამხედრო დაზვერვას 2016 წლის შემდეგ უძღვებოდა. ის 62 წლის იყო.

შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰაკერული ჩარევის გარდა, ამერიკა და დასავლეთი კორობოვს ბრიტანეთში მომხდარი ნერვული აგენტით რამდენიმე ადამიანის მოწამვლის ფაქტშიც სდებდა ბრალს. რუსეთის სამხედრო დაზვერვა ორივე ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG