ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტონოვის ტიპის, შემოკლებით "ან-148" თვითმფრინავების ექსპლუატაცია 27 აპრილამდე შეჩერებულია. რუსეთის სახელმწიფო სატრანსპორტო სააგენტომ "როსტრანსნადზორმა" განკარგულება გასულ თვეში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების შემდეგ გასცა. ექსპერტები მოდელის ტექნიკურ ხარვეზზე მიუთითებენ.

11 თებერვალს, მოსკოვის მახლობლად, აფრენისთანავე, დაახლოებით 6 წუთში ჩამოვარდნილ "ან-148" თვითმფრინავზე ყველა, 71-ვე ადამიანი დაიღუპა. "როსტრანსნადზორის" თავმჯდომარის, ვიქტორ ბასარგინის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება სარატოვის ავიახაზებში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG