საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხაილ გორბაჩოვმა რუსეთის დღევანდელი ლიდერები ძალაუფლების მონოპოლიზებასა და საარჩევნო ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა. მან პარლამენტის მუშაობაც გააკრიტიკა და უარყოფითად შეაფასა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინის და პრეზიდენტი მედვედევის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ისინი გადაწყვეტენ, თუ ვინ იქნება 2012 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი. გორბაჩოვის თქმით, ეს განცხადება რუსი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.